ექიმი: მიხეილ სააკაშვილს ბარათზე თანხის ლიმიტი ამოეწურა, შემდეგ თვემდე ვერაფერს შეიძენს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება.

“საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი წვენის. თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს და რა უნდა… აქ როგორი სისტემა ყოფილა, აძლევენ რაღაც კარტას, რომელშიც არის 700 ლარი თუ რაღაც და ყველაზე დიდი ნაწილი გადაიხადა ტელევიზორში და რაღაცებში. შემდეგ თვემდე არ ექნება კარტა შევსებული”, — განაცხადა მან.

კომენტარები
იტვირთება...