ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულზე: ჩივილები არ აქვს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია და მას გართულებები არ აღენიშნება.

ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე საუბრობს. ექიმის განცხადებით, პაციენტს რაიმე გამოკვეთილი ჩივილები არ აქვს და ის, ამ დრომდე ბოქსირებულ კლინიკაში გადის მკურნალობას.

“თავს სრულიად დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მას არანაირი ჩივილები არ აქვს, დადასტურებული აქვს უბრალოდ კორონა ვირუსით ინფიცირება, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დანარჩენ შემოსულ პაციენტებს, ამჟამად, მძიმე არც ერთი არ არის. უბრალოდ, არიან ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების მიხედვით, ითვლებიან შესაძლო შემთხვევად. ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში არის 18 პაციენტი,“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად