ექიმი: აფეთქებისას დაშავებული ბავშვი ამჟამად რჩება კლინიკაში შემდგომი მონიტორინგისთვის

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური.”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ნათია თურქაძემ განუცხადა.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური. შუბლისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორეაცია ანუ ნაკაწრები. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სადაც რაიმე პათოლოგიური დარღვევა არ გამოვლინდა.”,-განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...