ექიმი: ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები

კლინიკა “ჰელსიკორის” გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას განცხადებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენდირებისგან. მიმდინარეობს დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია. შემოსვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ამ მომენტში არის სტაბილური. უტარდება დეტალური კვლევები, რომ დადგინდეს, რამ გამოიწვია მისი ასეთი მდგომარეობა.”-განაცხადა ლაგვილავამ.

შეგახსენებთ, ავთანდილ წერეთელი შეუძლოდ გახდა – „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამა კლინიკაშია გადაყვანილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად