ექიმი: ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

“ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. თუმცა, ხვალ იგეგმება განმეორებით ქირურგიული ჩარევა, კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ჯერჯერობით, მაგრამ სტაბილური”,-განაცხადა მედიკოსმა.

ცნობისთვის, როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს : “არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა დაჭრა მისთვის უცნობი არასრულწოვანი.

კაცი შემთხვევს ადგილზევე დავაკავეთ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად