ექიმები: ციხეში ჯულიან ასანჟის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

60-ზე მეტი ექიმი მიიჩნევს, რომ პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათი შეფასებით, ასანჟს სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროება. ექიმებმა აღნიშნულის თაობაზე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტ პატელი გააფრთხილეს და მას წერილი გაუგზავნეს.

რვა ქვეყნის ექიმების აზრით, ასანჟი ბელმარშის ციხიდან, რომელიც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისაა განკუთვნილი, საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

”ასანჟი შესაძლოა მოკვდეს, ეს რეალური საფრთხეა”, -აღნიშნავენ მედიკოსები.

“სამედიცინო თვალსაზრისით, სიტუაცია აქტუალურია. დასაკარგი დრო არ არის”, – აცხადებენ ექიმები.

თუმცა, მათი ვარაუდით, 48 წლის ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ ექსტრადიციის თაობაზე მომავალ მომავალ სასამართლო მოსმენებში მონაწილეობა მიიღოს.

ამა წლის 16 ოქტომბერს, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტალ Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის მიმართ “ფსიქოლოგიური წამების” გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ბრიტანეთის პოლიციას უფლება მისცა, საელჩოში წასულიყვნენ და  Wikileaks- ის დამფუძნებელი დაეკავებინათ, რომელიც იქ დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.

მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში სასამართლომ Wikileaks- ის დამფუძნებელს გირაოს პირობების დარღვევის გამო, 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად