ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ „თეთრი ხალათების“ აქციას ფოთშიც შეუერთდნენ

„თეთრი ხალათების“ აქციას ფოთშიც შეუერთდნენ. ახალგორში, პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ევექსის ჰოსპიტალების 3 000 ექიმმა, საქართველოს 6 რეგიონში ერთდროულად 12:00 საათზე, 5 წუთიანი მდუმარე აქცია მოაწყო.

“ფოთის ჰოსპიტალიც ვუერთდებით ,,თეთრი ხალათების” აქციას. ეს არის ჩვენი თანადგომის, სოლიდარობის გამოცხადება დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ამით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ფაქტის და ოკუპაციის მიმართ. სოლიდარობა ჩვენს დაკავებულ კოლეგას-“განაცხადა ფითის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად