ეპისკოპოსი საბა: არ შემიძლია, ადამიანის სიცოცხლე სასწორზე დავდო, თამაშის დრო არ არის

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე აღევლინება.

მეუფე საბა ფიქრობს, რომ მსახურებების წარმართვა ასეთ პირობებში დაუშვებელია. მისი აზრით, ქრისტიანობის უმაღლესი გამოვლენა ახლა სხვების სიცოცხლეზე ზრუნვა და სახლში დარჩენაა.

“არც ჩემთვის იყო ადვილი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ დღეს სწორედ ჩემი ქრისტიანული მოვალეობა, სიყვარული მაძლევს ამის უფლებას, რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია, დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად