ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, ვარკეთილში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, ეპისკოსპოს იასონ წამალაიძის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას  მღვდელმსახურების უფლება 1995 წელს აეკრძალა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად