ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მამუკა რიჟამაძისა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“, ექიმ-ეპილეპტოლოგის ირინე ნიქაბაძის ორგანიზებით, ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„ყოველი წლის თებერვლის მეორე ორშაბათს ეპილეფსიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს პირველ სკოლაში მოვედით იმ მიზნით, რომ პედაგოგებს ეპილეფსიის შესახებ ცნობადობა ავუმაღლოთ, წარმოდგენა შევუქმნათ ამ დაავადებაზე, თუ როგორ უნდა ჩავუტაროთ პირველადი დახმარება ეპილეფსიის გულყრის დროს.

ასეთი ტიპის შეხვედრებს კიდევ განვახორცილებეთ. ვფიქრობ მისასალმებელია მასწავლებელთა მხრიდან მსგავსი თემებით დაინტერესება. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ და ირინე ნიქაბაძეს, ასევე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლის დირექტორს, სალომე სარალიძეს და დამსწრე პედაგოგებს “- განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ.

„საქართველოში მუშაობს ეპილეფსიით დაავადებულ პირთა სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა და ამ პროგრამას ახორციელებს სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელი. ქუთაისში ასეთი სკრინინგის პროგრამა ხორცილედება დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში“ – განაცხადა ირინე ნიქაბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...