ეფლი მსოფლიოში რეკორდულად ძვირადღირებული კომპანია გახდა

ნასდაქის მონაცემების მიხედვით, კომპანია ეფლი გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ ვაჭრობის დახურვაზე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მთელს მსოფლიოში.

სამშაბათს, 10 თებერვალს, ვაჭრობის დახურვაზე ეფლის აქციის ღირებულება 122,02 დოლარს შეადგენდა. ამის მიხედვით დადგინდა, რომლის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 710,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეფლი პირველი ამერიკული კომპანიაა, რომელმლის კაპიტალიზაციამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ეფლის ღირებულება ორჯერ აღემატება გუგლის, 8-ჯერ მაკდონალდსა და 24-ჯერ ტვიტერს.

ეფლის უახლოესი მდევარი ამერიკულ კომპანიებს შორის, ნავთობის გიგანტი ექსონ მობილი, რომელიც შეფასებულია 384 მილიარდ დოლარად.

1980 წლის დეკემბერიდან, მას შემდეგ, რაც ეფლი გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე, მისი საბაზრო ღირებულება 50 600 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

ეფლის ცნობით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, მათ რეკორდული მოგება, 18 მილიარდი დოლარი მიიღეს. ამ  3 თვის განმავლობაში კომპანიამ 74,5 მილიონი აიფონი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად