ენტონი ფაუჩი: ტრამპის ქმედებებმა პანდემიის ადრეულ ეტაპზე, გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს განუცხადა, რომ მას სჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ქმედებებმა კორონავირუსის პანდემიის ადრეულ ეტაპზე, გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე.

კორონავირუსული კრიზისის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტისთვის წარდგენისას, უმცირესობის წარმომადგენლებმა ფაუჩის ჰკითხეს, მიიღო თუ არა მან მონაწილეობა იანვრის საპრეზიდენტო განკარგულებაში, რომელიც ზღუდავდა ჩინეთიდან ქვეყანაში ჩასვლას.

– “დიახ, ვიყავი”, – პასუხობს ფაუჩი.

– “ეთანხმებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას?”

– “დიახ”

– “როგორ ფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებამ გადაარჩინა სიცოცხლე?”

– “დიახ”.

 

ფაუჩიმ განაცხადა, რომ იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში, რომ შეეზღუდა აშშ-ში ევროპიდან საჰაერო მიმოსვლა.

თვეების განმავლობაში, ექსპერტები განიხილავდნენ ტრამპსა და ფაუჩს შორის უთანხმოებას, რადგან ამ უკანასკნელის ნაციონალური პროფილი პანდემიის დროს გაიზარდა.

თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ აღშფოთება გამოთქვა ასეთი დაპირისპირების გამო თავის სტატიაში, რომელიც USA Today-ში გამოქვეყნდა. მან ასევე განაცხადა, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრეზიდენტმა ფაუჩის რჩევის მიღებისას და თქვა, რომ ფაუჩი ტრამპთან ჩინეთიდან აშშ-ის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტლების მირებისთვის იბრძოდა.

ამის საპასუხოდ, ფაუჩიმ განაცხადა: “როდესაც პერსონალი და მთელი სამეცნიერო პრესა მგასვ რაღაცაზ განიხილავს, ეს საბოლოოდ პრეზიდენტს ავნებს.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად