ენტონი ფაუჩი: თუ პანდემიას არ გავაკონტროლებთ, შემოდგომა მარტსა და აპრილს დაემსგავსება

თუ პანდემიას არ გავაკონტროლებთ, შემოდგომა, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით, მარტსა და აპრილს დაემსგავსება, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ Wall Street Journal-თან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, აუცილებელია, აშშ-ის მოქალაქეებმა ატარონ პირბადეები და დაიცვან ფიზიკური დისტანცია.

„თუკი ამ მარტივ ზომებს მიიღებთ, გარანტიას გაძლევთ, გავრცელების მრუდი დაბლა დაიწევს“,- აღნიშნა ფაუჩიმ.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავიირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად