ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესი შესაძლოა მალე შეიცვალოს

კვირას, ABC News-მა ფაუჩის ჰკითხა, დროა თუ არა, რომ შემსუბუქდეს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესი, რაზეც ფაუჩიმ უპასუხა, რომ მართალც დადგა ამის დრო და ეს პროცესი დაჩქარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უახლოეს დროში განაახლებს მითითებებს, რადგან უფრო მეტი ამერიკელი მიიღებს ვაქცინას, – თქვა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ფაუჩიმ.

CDC-მ გასულ თვეში შეამსუბუქა სახელმძღვანელო მითითებები ღია სივრცეში პირაბდეების ტარების შესახებ, მაგრამ ის მაინც ურჩევს მოქალაქეებს, რომ ვაქცინირებულმა და არავაქცინირებულმა ადამიანებმა განაგრძონ პირბადეების ტარება დახურულ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მოლი, კინოთეატრი ან მუზეუმი.

“ჩვენ ნამდვილად უნდა გავხდეთ უფრო ლიბერალურები, რადგან მეტ ვაქცინაციას ვატარებთ”, – განაცხადა მან.

კვირას CBS-ის გადაცემაში Face Nation, დოქტორმა სკოტ გოტლიბმა, FDA-ს ყოფილმა კომისარმა, განაცხადა, რომ პირბადეებისადმი მოთხოვნები უნდა განიმუხტოს, რადგან Covid-19-ის რისკი მცირდება.

“რა თქმა უნდა, გარეთ ჩვენ აღარ უნდა შევზღუდოთ შეკრებები”, – თქვა გოტლიბმა. “იმ შტატებში, სადაც გავრცელება დაბალია, ვაქცინაციის მაჩვენებლები მაღალია და ჩვენ გვაქვს კარგი ტესტები, ვაფიქსირებთ ინფექციებს, ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა შეიძლება გაფართოებულად დავიწყოთ”.

გოტლიბის თქმით, პანდემიის შეზღუდვების მოხსნა, როდესაც ისინი აღარ იქნება საჭირო, გაუადვილებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს მათ ხელახლა შემოღებას დაავადების განმეორების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...