ენტონი ბლინკენი: ნაყოფიერი იყო ჩემი ვიზიტი კიევში. აშშ მხარს უჭერს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უკრაინის წარმატებას უზრუნველყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა.

“ნაყოფიერი დრო გავატარე კიევში უკრაინის პრეზიდენტთან და ყველასთან, ვისაც შევხვდი. შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის აგრესიის წინაშე პირისპირ დგომა და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის სუვერენული, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად” , – დაწერა მან Twitter- ზე.

ხუთშაბათს, ბლინკენი კიევში რადას დეპუტატებს შეხვდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას, მოლაპარაკებები გამართა ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კულებასთან და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად, რომლისთვისაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობს კანონიკურ სტატუსს, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მონაწილეობა მიიღო დონბასის კონფლიქტში გარდაცვლილთათვის ყვავილების დაგების ცერემონიალში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...