„ენფილდზე” „ლივერპულის” სამწლიანი წაუგებელი სერია “ბარნლისთან” მარცხით დასრულდა

ინგლისის პრემიერლიგაში გუშინ გამართულ შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა

ლივერპულში, „ენფილდზე”, პრემიერლიგის შარშანდელი ჩემპიონი „ბარნლის” მასპინძლობდა.

2017 წლის აპრილის შემდეგ „ენფილდზე” 68 მატჩში დაუმარცხებელმა „ლივერპულმა” ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრაში განიცადა მარცხი.

ერთადერთი გოლი „ბარნლის” თავდამსხმელმა ეშლი ბარნსმა 83 წუთზე, ლივერპულელთა მეკარე ალისონის მიერ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გასვლაზე „კრისტალ პალასის” 7:0 დამარცხების შემდეგ „ლივერპულმა” 5 შეხვედრიდან სამი ფრედ დაასრულა და ორი წააგო. ამასთან მან ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედი” 19 თ → 40 ქ
„მანჩესტერ სიტი” 18 თ → 38 ქ
„ლესტერ სიტი” 19 თ → 38 ქ
„ლივერპული” 19 თ → 34 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 18 თ → 33 ქ
„ევერტონი” 17 თ → 32 ქ
„ვეს ჰემ იუნაიტედი” 19 თ → 32 ქ
„ჩელსი” 19 თ → 29 ქ
„საუთჰემპტონი” 18 თ → 29 ქ
„არსენალი” 19 თ → 27 ქ
„ასტონ ვილა” 16 თ → 26 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად