ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მუდმივი კომიტეტის სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროექტის ფარგლებში, მუდმივი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა.

ENPARD-ის პროექტს, რომლის ღირებულებაც 52 მლნ ევროს შეადგენს, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად 2013 წლიდან ახორციელებს. ამჟამად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 2016 წლიდან ახალი, ENPARD 2-ის პროექტის დაწყებაზე, რაცსაქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლად შემუშავებული და დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით, პროექტის სამომავლო კომპონენტებში უნდა იყოს ასახული. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე გარკველული პროგრესი არის მიღწეული ყველა ძირითადი კომპონენტის რეალიზაციის მიმართულებით. ექსტენციის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც საქართვლოში სოფლის მეუნეობის დარგის განვითარებას დამატებით იმპულსს შესძენს.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე და ექსტენციებში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მხარეებმა ადგილობრივი სამსახურების თანამშრომლების სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევით ცენტრთან მჭიდრო და პერმანენტული თანამშრომლობის პტაქტიკის დანერგვაზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობაში კოოპერაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხილვისას, მხარეებმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, საქართველოში მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა) მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების საკითხი განიხილეს, რომელზეც შესაძლებელი იქნება რეგიონში კოოპერაციის განვითარების არსებული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ENPARD-ის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 2015 წლის მარტის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად