ენმ-ში ამბობენ, რომ აჭარაში, ინვესტიციები 2017 წლიდან 30%-ით შემცირდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია აბულაძის თქმით, ინვესტიციები 2017 წლიდან დღემდე, 30 პროცენტითაა შემცირებული.

აბულაძეს უკვირს, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს ავტონომიის ხელისუფლება, ინვესტიციებს გაზრდილად და რა მეთოდოლოგიით დათვალეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში განხორციელებული პროექტების მოცულობა.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება მალავს რეალობას. ის, რომ რეგიონში გაჩერდა უამრავი მსხვილი და მასშტაბური პროექტი, რამაც გამოიწვია ინვესტიციების შემცირება, რაც ნისნავს ნაკლებ შემოსავლებს ბიუჯეტში და ნაკლებ სამუშაო ადგილებს რეგიონში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყებთ მონიტორინგს და აჭარის მთავრობას ვაჩვენებთ იმ გაჩერებულ პროექტებს, რომელსაც შეეძლო ახალი სამუსაო ადგილების შექმნა რეგიონში“,-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე, გია აბულაძემ.

ენმ-ს კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ ხელისუფლებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრი მზარდია და ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

„რეგიონში, აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და პარამეტრი მზარდია. საუბარია, როგორც სამუშაოე ადგილებზე, ისე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე თუ სხვა ნებისმიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 2019 წელი, როდესაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი, საშემოსავლო გადასახადის შედეგად მიღებული შემოსავლები“,-აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად