ენმ: რატომ მფარველობს და ახალისებს ივანიშვილი სავარაუდო კორუფციაში ბრალდებულ თანამდებობის პირებს?

აჭარის მთავრობის წევრების პარტიის ლიდერთან 1 ოქტომბერს შეკვეთილში შეხვედრას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისმა. ოპოზიციის განცხადებით ამ შეხვედრით ბიძინა ივანიშვილმა კორუფციაში ბრალდებული მოქმედი მაღალჩინოსნები კიდევ უფრო წაახალისა. რეზო ხარაზის მტკიცებით კორუფცია ივანიშვილის სქემით იგეგმება და მთავრობის წევრების ხელით ხორციელდება:

“მაშინ როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლეებში მილიონობით ლარის გაფლანგვისა და სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანზე გამოაქვეყნა დასკვნა მაშინ, როცა პროკურატურამ ორი უმძიმესი მუხლით დაიწყო გამოძიება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებზე ამავდროულად კითხვითი ნიშნის ქვეშაა აჭარაში 200 მილიონი საბიუჯეტო თანხის გახარჯვის საკითხი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის და რეგიონის მომავალს გეგმავს იმ ადამიანებთან ერთად ვინც სავარაუდოდ ბრალდებულია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაში. რომ არა ივანიშვილის ინტერესები და კორუფციული საცეცები ვერც ჩიქოვანი და ვერც რომანაძე ვერ მოხვდებოდნენ ივანიშვილის გვერდით.
მხოლოდ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობით არის შესაძლებელი მამას ასამართლებდე მძიმე კორუფციული ბრალდებით ხოლო შვილი გეჯდეს ე. წ პოლიტსაბჭოზე გვერდით და მას აბარებდე რეგიონის ბედს.

ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის კორუფციული პროექტების გამოსავლენად”, – აცხადებს რეზო ხარაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...