“ენმ” ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს გამო, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, მის მიერვე ნომინირებული კანდიდატის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღოს.

„საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვმართავს, რომ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც განიხილება მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი, არ ესწრებიან სხდომას. ისინი თავადვე აცხადებენ უარს, რომ თავიანთი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში, ანუ მის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღონ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად