“მე არ მინდა ხალხი შევაწუხო” – ენიო მორიკონემ საკუთარი ნეკროლოგი დაწერა

იტალიელი კომპოზიტორის და დირიჟორის, ენიო მორიკონეს ოჯახის მეგობარი და ადვოკატი ჯორჯო ასუმა აცხადებს, რომ კომპოზიტორმა გარდაცვალებამდე საკუთარი ნეკროლოგი დაწერა

ჯორჯო ასუმას თქმით, ნეკროლოგი რომელიც ყველა გაზეთში გამოაქვეყნდება, მან ენიო მორიკონეს კარნახით ჩაიწერა.

“მე. ენიო მორიკონე, გარდავიცვალე. მე ვუცხადებ ამას ყველა იმ მეგობარს, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით იყო; დიდი სიყვარულით მივესალმები მათაც, ვინც ცოტა შორსაა”.

ნეკროლოგში მორიკონე თავის მეუღლე მარიას შეახსენებს “წარმოუდგენელ სიყვარულს, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებდა და რომელთან განშორებასაც მე ძალიან ვწუხვარ” მასზე ძალზე უჭირს”

ენიო მორიკონე განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს რეჟისორ ჯუზეპე ტარნატორეს და სხვა მეგობრებს, ეხვევა თავის შვილებს და შვილიშვილებს – “იმედია, ხვდებიან, რა ძალიან მიყვარდნენ მე ისინი”.

ნეკროლოგის დასასრულს მორიკონე სთხოვს ახლობლებს, რომ მოკრძალებულად დაასაფლავონ და ძალიან არ იტირონ.

“მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: არ მინდა (ხალხი) შევაწუხო”, – განმარტავს ენიო მორიკონე თხოვნას მოკრძალებულად დასაფლავების შესახებ.

ენიო მორიკონე 1928 წლის 28 ნოემბერს დაიბადა რომში. 12 წლის ასაკიდან სწავლობდა წმინდა სესილის კონსერვატორიაშია. 1950-იან წლებიდან თანამშრომლობდა სერჯო ლეონესთან, ბერნარდო ბერტლუჩისთან, პიერ პაოლო პაზოლონისთან, დარიო არჯენტოსთან სალვატორე სამპერისთან და სხვებთან. 1960 წლებიდან მიიწვიეს ჰოლივუდში. წერდა მუსიკას რომან პოლანსკის, ოლივერ სტოუნის, მაიკ ნიკოლსის, ჯონ კარპენტერის, ბარი ლევინსონიოს, ტერენს მალიკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებისთვის.

ენიო მორიკონე არის მფლობელი ჯილდოების:

“გრემი” (1988)
“ოსკარი” (2007, 2016)
ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) პრემია (1980, 1985, 1987, 1988, 1991, 2016)
“ოქროს გლობუსი” (1987, 2000, 2016)
“დავიდ დი დონატელო” (1988, 1989, 1991, 1993, 1999, 2000, 2007, 2010, 2013)
“ოქროს არწივი” (2004)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად