ენგურის ხიდთან გაუჩინარებული ორი ქალის ადგილსამყოფელი დადგინდა, ისინი საავადმყოფოებში იმყოფებიან

ენგურის ხიდზე გადმომავალი ორი ქალის ადგილსამყოფელი დადგინდა, ისინი საავადმყოფოებში იმყოფებიან. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ქალს.

ლუარა ლემონჯავა, ქალბატონი რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და ოჯახის წევრები ამბობდნენ რომ თითქოს მდინარე ენგურში ჩავარდა, თერჯოლაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

ხოლო მეორე ქალბატონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეშია. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქალბატონს,ამ დრომდე გაურკვეველია ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად