ენგურის ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და აბიტურიენტებისთვის პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტა, რამაც პრობლემები შექმნა აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისიდან ეწყებათ. ფაქტს განათლების სამინისტრში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, პრობლემის მოსაგვარებლად და აბიტურიენტების ინტერესების დასაცავად.

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...