გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი დაგვიანებულ ტესტირებაზე პასუხისმგებლობას გამყრელიძის უწყებას აკისრებს

ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„რიგები და ტესტირების დაგვიანებული პასუხები, ყველა კითხვა რაც გაჩენილია ტესტირებასთან დაკავშირებით გამოწვეულია ჩაფლავებული მენეჯმენტით. ერთპიროვნულად პასუხისმგებელია სახელმწიფო, კონკრეტული სტრუქტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. რაც შეეხება რიგებს ეს რიგები არ იქნებოდა, ბიზნესისთვის რომ მიეცათ საშუალება ეკეთებინათ საქმე ისე, როგორც ისინი აკეთებდნენ – ყველაზე უკეთესად. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიაში დღეს არც ერთი პასუხი დაგვიანებული არ არის, ყველა ადამიანი შესაბამის დროს იღებს მომსახურებას. ჩვენ ბატონ ამირან გამყრელიძეს პირველივე დღიდან მოვუწოდებდით დამდგარიყო იქ სადაც მისია დგილია და არ ჩარეულიყო საქმეში, რაც მას არ ეხება და არ ესმის. საუბედუროდ, მან ეს არ გაითვალისწინა და ვართ ჩიხში”, – განაცხადა ჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად