ენერგოსექტორში 6,4 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს

NULL

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოსექტორში, ჯამში 6 401 817 930 აშშ დოლარის, 114 გენერაციის ობიექტის პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4006 მგვტ შეადგენს.

აქედან, ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 28 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1878,21 მგვტ-ს შეადგენს. აღნიშნული პროექტების ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 6,246 მლრდ კვტ.სთ იქნება.
ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე მყოფი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 3,233 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ამ ეტაპზე, 24 გენერაციის ობიექტის პროექტია კვლევის ეტაპზე შემდგომი მშენებლობის ვალდებულებით. ამ 24 ჰიდროსადგურის პროექტის ჯამური სიმძლავრე 1003 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 4,546 მლრდ კვტ.სთ.
აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,912 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება 62 პროექტი, საინვესტიციო ღირებულებით – 1 256 578 298 აშშ დოლარი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე მყოფი გენერაციის ობიექტების დადგმული სიმძლავრე 1124 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 5,363 მლრდ კვტ.სთ-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება რამდენიმე ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა კვლევები 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად