“ენერგორესურსების გაძლიერება, არ შეიძლება ბუნების განვითარების საწინააღმდეგოდ მოხდეს“

“ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ენერგორესურსების გაძლიერება, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ბუნების მდგრადი განვითარების კონცეფციის საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალმა მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, ხუდონჰესთან დაკავშირებით განაცხადა.

” – უნდა გამოვნახოთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, გარემოს დაცვითი ამოცანები და მეორე მხრივ, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკრი ამოცანები (მათ შორის ენერგეტიკის საკითხები) ისე გადავჭრათ, რომ ამ ორ ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იყოს კოლიზია. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.

კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის მომავლისათვის და ეკონომიკური მდგრადობისათვის საჭირო ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ენერგორესურსების გაძლიერება, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ბუნების მდგრადი განვითარების კონცეფციის საწინააღმდეგოდ, ბუნების ხარჯზე.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, მიღწეულ იქნას ისეთი გამოსავალი, რომ ორივე ლეგიტიმური მიზანი წარმატებით დავიცვათ”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესი მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლური გამომუშავება – 1.5 მილიარდ კვტ.სთ.

ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ქვეყანაში 1.2 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ენერგოპლატფორმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად