ენერგოომბუდსმენი: გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ

“შედგენილია ოფიციალური წერილი, მოვითხოვთ ყაზტრანსგაზისგან ოფიციალურ ინფორმაციაა და ახსნა-განმარტებას”,- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.

“აქ გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ. შედგენილია ოფიციალური წერილი, მოვითხოვთ ყაზტრანსგაზისგან ოფიციალურ ინფორმაციაა და ახსნა-განმარტებას. მექნება ინიციატივა ქალაქის მერიასთან ერთად, უახლოესი თვეების განმავლობაში გაკეთდეს მასობრივი შეხვედრები კორპუსის თავმჯდომარეებთან, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რასაც შემდეგ ის თავის კორპუსში გაავრცელებს,“- ამბობს ენერგოომბუდსმენი.

ცნობისთვის, დიღომში აფეთქებისას 3 საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, 8 მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა 4 ავტომანქანა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...