ენერგო-პრო ჯორჯია: ონში ელექტროენერგიის გარეშე 1 100 აბონენტია დარჩენილი

ონში სტიქიის გამო აბონენტებს  ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, დღის ბოლომდე ელექტრომომარაგება მოსახლეობისთვის ეტაპობრივად აღდგება.

„ამ წუთებში დაახლოებით 1100 აბონენტამდეა დარჩენილი, ვისაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. დანარჩენს აღუდგა. ავარიული იყო ფიდერი (მკვებავი ხაზი, რომელიც გადის ელექტროსადგურიდან), იმიტომ იყო გათიშული. დიდი ნაწილი ჩაირთო, დღის განმავლობაში უნდა ჩაირთოს დანარჩენი. ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, – განუცხადეს „აიპრესს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ქარბორბალამ ონის რაონის დაახლოებით 6 სოფელი დააზარალა. ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყდა რაჭის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის შედეგად რაჭაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ონის გამგებელი: სოფელ ღარში ქარბორბალამ 40-მდე ოჯახი დააზარალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად