“ენერგო – პრო ჯორჯია” : ხადის ხეობას ელექტროენერგიის პრობლემა ივლისში მოუგვარდება

ხადის ხეობაში გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია მოხდება – შეიცვლება ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. ამის შესახებ "აიპრესს" "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს.

როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მიმდინარე წლის ივლისში ხადის ხეობის სოფელ წკერეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნება. 

"არის "ხადას პროექტი" რომელიც ძალიან მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოხდება გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია. დაახლოებით 15 ივლისს ეს პრობლემა მოგვარებული ექნებათ. წკერეში სულ 2 თუ 3 მოხუცი ცხოვრობს. ეს სოფელი ამ პროგრამაში ჩასმულია", – აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში". 

ცნობისთვის, ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში თითქმის წაქცეული ხის ელექტროგადამცემი ბოძებია, რაც მოსახლეობას თვეობით ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს. 

ამავე თემაზე: ხადას ხეობა, ყველასგან მივიწყებული სოფელი წკერე და ცხოვრება უშუქოდ თვეობით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...