ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

NULL

სტატიაში ენერგიის გამომუშავების რამდენიმე ალტერნატიულ მეთოდზე ვისაუბრებთ.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, თუმცა სამყარო საფრთხის წინაშეა – თანდათან მცირდება წიაღისეული საწვავი და ამავე დროს ტრადიციული წყაროების მეშვეობით ელ.ენერგიის გამომუშავება გარემოსაც აბინძურებს. წამყვანი მეცნიერები ენერგიის ალტერნატიული წყაროების აღმოჩენასა და ტექნოლოგიების განვითარებას მუდმივად ცდილობენ და იმედოვნებენ, რომ მცირე აღმოჩენები გარკვეული პერიოდის შემდეგ ენერგიის გამომუშავების დარგში დიდ როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ასე დაიწყო მზისა და ქარის სადგურების განვითარებაც.

მსოფლიოში უკვე ბევრმა დიდმა ქალაქმა დაიწყო მეტროს სისტემებში არსებული სითბოს გამოყენება. მეტროთი მილიონობით ადამიანი მგზავრობს და ამას ემატება თავად მატარებლებისგან გამოყოფილი სითბო, რომელიც დახურულ სისტემაში დიდ სითბურ ნაკადს ქმნის, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ელ.ენერგიად გარდაიქმნება, ან საცხოვრებელი სახლების გასათბობად გამოიყენება. მაგალითისთვის, ლონდონის დაბა ინსინგტონის 500 სახლი და პარიზის საცხოვრებელი რაიონი იყენებს მსგავს სისტემას. ასევე, მინესოტაში მდებარე 232 000 კვ.მ ფართობის სავაჭრო ცენტრიც სარგებლობს ამ ახალი მეთოდით.

აღმოჩნდა, რომ შვედეთში წლის განმავლობაში ათიათასობით ლიტრი ალკოჰოლური სასმელი შედის უკანონოდ. შვედეთის საბაჟო სამსახური კონფისკაციის დროს არ ანადგურებს და აქცევს მას, Svens Biogas AB-ის დახმარებით ის ალკოჰოლს ბიოგაზად გარდაქმნის და 1 000-ზე მეტი ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის საწვავად იყენებს. 2013 წელს შვედეთის ათობით ქალაქში ძალიან ბევრი ავტობუსი იყენებდა ალკოჰოლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ბიოგაზს და აღსანიშნავია, რომ
ისინი მანამ გააგრძელებენ უფასოდ მიღებული კონტრაბანდული სასმელის გამოყენებას საწვავად, სანამ კონტრაბანდა იარსებებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შვედები მხოლოდ ალკოჰოლის იმედად არ არიან და ბიოგაზს და ელექტროენერგიას ნარჩენებისგანაც იღებენ.

ამ ტექნოლოგიებში შვედეთი არც პირველია და არც უკანასკნელი. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. სისტემა დაახლოებით შემდეგნაირად მუშაობს: მშრალი ნარჩენები, როგორიცაა მუყაო და პლასტიკატი პალეტებად იკუმშება და ათბობენ მანამ, სანამ სინთეტიკურ გაზს – პროპანს არ მიიღებენ. რაც შეეხება საკვებ ნარჩენებსა და სითხეს, მათგან ეთანოლს იღებენ. შემდეგ კი სინთეტიკურ გაზსა და ეთანოლს გენერატორის ასამუშავებლად იყენებენ. გენერატორს სამუშაოდ დაახლოებით 5% სხვა ენერგიაც სჭირდება, მაგალითად დიზელიც, რომლის გამომუშავებაც კვლავ
ნარჩენებისგან არის შესაძლებელი.

დღესდღეობით ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებენ კოსმოსიდან მზის ენერგიის მიღებას. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ელ.ენერგიის გამომუშავება შედარებით მარტივია, მაგრამ ვითარებას მისი დედამიწამდე ტრანსპორტირება ართულებს, თუმცა „კოსმოსური ენერგიის ასოციაციისა“ და „არტემის ინოვეიშენის“ პრეზიდენტი ჯონ მანკინსი აცხადებს, რომ ეს შეიძლება რეალობად იქცეს. მისი აზრით, თუ ატომური ენერგიის შესწავლას და გაგებას მილიარდობით აშშ დოლარი და ათეულობით წლის კვლევა დასჭირდა, კოსმოსური ენერგიის დედამიწაზე მიღებაც სავსებით შესაძლებელია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად