ენძელა მაჭავარიანი სხდომათა დარბაზში გაშვებული ნივთიერების სუნის გამო შეუძლოდ გახდა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პარლამენტში შეუძლოდ გახდა. როგორც ის აცხადებს, ამის მიზეზი სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრების მიერ გასხმული ნივთიერების სუნია.

შეგახსენებთ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაასხეს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, ნივთიერებას ტოქსიკური სუნი აქვს, რამაც მათი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. ნინო წილოსანის თქმით, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და აგრეთვე საგამოძიებო უწყება, რომ ნივთიერების სახე დაადგინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად