ენდოკრინოლოგი: შაქრიანი დიაბეტი COVID-19-ის გართულების ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორად მოიაზრება

ამის შესახებ, ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, სადაც ახალ კორონავირუსზე ისაუბრა.

ენდოკრინოლოგის თქმით, შაქრიანი დიაბეტი COVID-19-ის გართულების ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორად მოიაზრება.

“მინდა გითხრათ, რომ შაქრიანი დიაბეტი მოისაზრება კორონავირუსის გართულების ერთ-ერთ ყველაზე ძირითად რისკ ფაქტორად.

საინტერესოა, რომ ხშირად გვეკითხებიან პაციენტები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის შაქრიანი დიაბეტი იქნება? პირველი ტიპის, დიაბეტი ტიპი 2, გესტანციური და ასე შემდეგ- რისკები თანაბრად იგივეა.

ამ დროს მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, დაავადების ანამნეზს, რამდენი ხანია დაავადების ხანგძლივაობა და მისი მართვის ხარისხი. რამდენად სწორად და კარგად არის დაავადება მართვადი”-ამბობს ენდოკრინოლოგი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად