ენდი მარეი აბუდაბის ტურნირის ფინალისტია

აბუდაბის ტურნირზე ენდი მარეიმ მთელი საჩოგბურთო სამყარო გააკვირვა და რაფაელ ნადალი დაამარცხა (6-2 6-0). 

ენდი მარეიმ 2013 წლის უიმბლდონის ფინალის შემდეგ პირველად დაამარცხა საუკეთესო ოთხეულში მყოფი ჩოგბურთელი. მარეის თქმით, მის კარიერაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ნადალს ბევრი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ მარეიმ მაინც შეძლო მისი დამარცხება. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ნადალმა ამ ტურნირზე პირველად ითამაშა 17 წლის ბორნა კორიჩთან დამარცხების შემდეგ. შაბათს ფინალში ენდის მეტოქე ჯოკოვიჩის და ვავრინკას მატჩის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად