ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, ალბათ ორ დღეში გაეწერება

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფო ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

“ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რა თქმა უნდა რადიოლოგიურადაც ძალინ კარგი მგდომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით ვაწარმოებთ დაკვირვებას და სავარაუდოდ 2 დღეში გაეწერება“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად