ენდელაძე გვარამიას განცხადებაზე: გამოჯანმრთელებული პაციენტი არ შემოგვიბრუნებია, ყველაფერი რიგზეა!

ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ „აიპრესთან“ PCR ტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მარინა ენდელაძემ “აიპრესთან” ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ის ამბობს რომ გაწერილი პაციენტებიდან გარკვეული რაოდენობა მცდარი ნეგატიური პასუხითაა, როცა PCR დაბალი ხარისხისაა.

მარინა ენდელაძის თქმით, PCR ტესტები არის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის. ამ ეტაპისთვის კი ქვეყანაში არ ყოფილა კორონავირუსით ინფიცირებულის განმეორებითი დაინფიცირება.

“ვერ გეტყვით PCR ტესტების დაბალ ხარისხზე. PCR ტესტები არის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, მაგრამ ზოგადად, არც ერთი ტესტი და არც ერთი ლაბორატორია 100%-იანი არ არის. 85%-ზე მეტი მგრძნობელობა აქვს ტესტს, ხარისხი ნამდვილად მაღალია PCR ტესტების. ეს გამოკვლევის ოქროს სტანდარტია, ამაზე უკეთესი კვლევა სხვა არ არსებობს.

არც ერთი პაციენტი არ შემოგვიბრუნებია და არ არის დაფიქსირებული კორონავირუსზე დადებითი! იმის გათვალისწინებით რომ არ არის 100%-იანი კვლევა, ისინი მიდიან 2 კვირიან თვითიზოლაციაში. ჩვენ ჯერ არ გვქონია რეციდივის შემთხვევა, ტესტის პასუხი კორონავირუსზე ყოფილიყო ისევ დადებითი. ჩვენ, გაწერილ პაციენტებს ვიკვლევთ, ჯერ ყველაფერი რიგზეა. მე არ ვიცი, ალბათ მაგ არხის დირექტორს უნდა ცუდი დაიწეროს ამ ტესტებსზე, თუმცა ასეთი არ არის.-ამბობს ენდელაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს ” გაწერილი პაციენტებიდან გარკვეული რაოდენობა მცდარი ნეგატიური პასუხითაა, როცა PCR დაბალი ხარისხისაა”

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად