ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღება და მათი მეშვეობით სხვა ინფიცირებულების მკურნალობა მალე დაიწყება

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კურიერთან საუბრისას განაცხადა.

ენდელაძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღება და მათი მეშვეობით სხვა ინფიცირებულების მკურნალობა.

“გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტისხეულები გადაესხმება და დაეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში. ამ საკითხისათვის გადადგმულია უკვე ნაბიჯები.

მიმდინარეობს ამ საკითხზე შეთანხმებები და მალე დავიწყებთ გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღებას, მის დამუშავებას და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას პაციენტების. ეს იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, როდესაც მძიმე იქნება პაციენტი,” – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად