ენდელაძე: COVID-19 ვერაგი ვირუსია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ დაავადების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არ იყოს COVID-19-ით ინფიცირებულების ისეთი მატება, რომ ვერ მოერიოს ჯანდაცვის სისტემა.

” ეს ვირუსი ვერაგია. ასეთი მობილიზაცია, სიმძიმე იმანაც განაპირობა, განსაკუთრებული აჟიტირება დაავადების მიმართ რომ უცხო დაავადებაა, ახალი ვირუსი. ჯერ ბევრი რამ კიდევ არ ვიცით. თანდათან ვსწავლობთ, ამ ვირუსის შესახებ.

ზოგადად მძიმე ინფექცია გახლავთ. სრულიად უსიმპტომო გვგონია თავდან შემოსული პაციენტები, მაგრამ რომ ტარდება ლაბორატორიული კვლევები ადამიანი, რომელსაც არც კი აქვს მნიშნველოვანი გამოხატული ცვლილებები, კომპიუტერული ტომოგრაფიით იქ ძალიან სერიოზული პნევმონიებია”-ამბობს ენდელაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად