ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის მიმდებარე ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ცნობისთვის, დღეს, ემზარ კვიციანი აქცია “სირცხილიას” მონაწილეებს და პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად