ემზარ კვიციანი: “უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის და კოდორში რატომ არ იბრძოლეს?!”

"ახლა უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის და კოდორში მაშინ რატომ არ იბრძოლეს საქართველოსთვის?!",-ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც კვიციანმა აღნიშნა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ქართველებს ერთი შანსიც არ დაუტოვა, რომ ვინმეს ებრძოლა კოდორის ხეობისთვის.

"ალასანია ზუსტად ისე გამოიყენა მაშინდელმა პრეზიდენტმა, როგორც ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი გამოიყენა მონადირის დასაშლელად და ალასანია გუბერნიის გასაუქმებლად. ანუ ყველა შანსი… ჩემი და რატომ იჯდა ციხეში, იმიტომ რომ ჩემი და წინ დაუდგებოდა ჯარს, არ გამოუშვებდა ხეობიდან და აომებდა! არც ერთი შანსი არ დაგვიტოვეს ქართველებს, რომ ვიღაცას ებრძოლა.

15 აფხაზი შევიდა კოდორში, ვინც აიღო კოდორის ხეობა, სამარცხვინო ფაქტია! ამიტომ იქ მღვდლები დახვდნენ მხოლოდ და ნახეს, მიყვებოდნენ ისინი რაც ხდებოდა. ამიტომ იქ რომ ერთი 100 კაცი… ახლა უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის და კოდორში რატომ არ იბრძოლეს საქართველოსთვის… ვერანაირად ვერ ახსნი ადამიანი სად ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ…",-განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. 2014 წლის 28 თებერვალს ის საქართველოში ჩამოვიდა და იგი სამართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს. ზუგდიდის სასამართლომ მაშინ, აღნიშნულის გამო ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 28 იანვარს ქუთარისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურისა და მსჯავრდებულის საპროცესო შეთანხმება დააკმაყოფილა, რომლის თანახმად, კვიციანი სასჯელის ნაწილს აღიარებს და ბრალის ნაწილს არა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად