ემზარ კვიციანი: თავდაცვის სამინისტროს ვიღაცა არალეგიტიმური ქმედებებისთვის ამზადებს

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გლდანის ეკლესიის დამრბევი სამინისტროში მიიღეს. ეს მოგვაგონებს წარსულს, როდესაც საკააშვილმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორები ჩასაბარებლად მოამზადა. არ დატოვა არავინ გარეთ ვისაც შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რუსებისთვის, “- განაცხადა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა "tv პირველის" ეთერში.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში, გაუმართლებელი შიდა გადაადგილებები მიმდინარეობს, რაც ცუდად აისახება ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე. 

"რაღაც არაჯანსაღი ძალები მოქმედებენ დღეს თავდაცვის სამინისტროში. რაღაცა არალეგიტიმური ამბებისთვს ამზადებენ თავდაცვის სამინისტროს
ვხედავთ სულ ყველა რა რეფორმები ტარდება. ვეტერან ხალხს რომ ყრიან თავადცვის სამინისტროდან და ყოფილი პოლიცილელები მიჰყავთ იქ. 
ისე ,,ჩამობრიხინდა“ ტანკები აგერ კასპში, ერთი "გრანატა" ან ქვა არავინ არ ესროლა. ასე გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე და ახლა რას აპირებენ უცხო ძალები, არავინ იცის.
თავდაცვის სამინისტრო გათვალისიწნებულია თავდაცვისთვის და არანაირი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე ვფიქრობ რომ პოლიცილელები იმიტომ მიყავთ იქ, რომ მათ ესმით როგორ დაარეგულირონ შიდა არეულობები. შიდა არეულობებს კი თავად ქმნიან. 
მე თამამად ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტროს ვიღაცა არალეგიტიმური ქმედებებისთვის ამზადებს,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...