ემზარ კვიციანი: შეიძლება ხვალ საერთოდ წავიდე თავდაცვის კომიტეტიდან

"მართლა ვერ გავერკვიე მაგათ კვოტირებაში. კვოტა კენჭისყრით უნდა განსაზღვრულიყო. ან ,,ნაცმოძრაობა“ ან ,,პატრიოტები“ ფაქტია, რომ ოცნებამ ,,ნაცმოძრაობა“ აირჩია. ანუ ხმა ბოკერიას და სააკაშვილს მისცა,“ – ამის შესახებ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანისის" წევრმა  ემზარ კვიციანმა ,,tv პირველის“ეთერში განაცახდა.

დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობას ვითომ ოპოზციონერობაში დასდო ბრალი და განაცხდა, რომ ,,ნაცმოძრაობა“ და ,,ოცნება“ ერთი გუნდია.

,,აქ არაა დაჟინებული მოთხოვნა გინდათ თუარა ჩვენი უნდა იყოს ეს თანამდებობა. აქ არის პრინციპული საკითხი, ვინ ვართ ბოლოს და ბოლოს ჩვენ. 
თვალთმაქცობა მიდის. ვითომ ოპოზიციონერობანას თამაშობენ. სინამდვილეში ერთნი არიან. დღეს ეს დავამტკიცეთ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეიძლება ხვალ საერთოდ დავწერო განცხადება და წავიდე ამ კომიტეტიდან, “ -განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ, კენჭისყრით საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირაკლი აბესაძე აირჩეს, რასაც ემზარ კვიციანის განაწყენება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...