ემზარ კვიციანი: სასტვენებით და ცხვრებით დამესხნენ თავს-მე თავი დავიცავი

ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პარლამენტის შენობა დავტოვე, წამოევედი, მოვდიოდი და იქ დამესხნენ თავს თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით, მთელი ამბავი და დამიწყეს ლანძღვა-გინება ეს იყო სულ. მე თავი დავიცავი.

მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყნის, რომლის ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი ის ლაწირაკის მოღალაე რომ ყავს. კოჯორში უშიშროების დაკვეთით და დავალებით რომ შემოდიოდა. არ ვიცოდი, ეს ახლა მითხრეს.

“მე არავისთვის არ დამირტყია”-ასე პასუხობს დეპუტატი ჟურნალისტის კითხვას, იმ კადრების შესახებ, სადაც ასახულია დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

“მე ცოტა ემოციური ვარ. ასეთ ცხოვრება მაქვს გამოვლილი სხვებისგან განსხვავებით. ამიტომ კანონის დარღვევა რაცაა გამოჩნდება. მე არავისთვის არ დამირტყია. ჩემგან ვჯიკაობდი ხალხს”,-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

ცნობისთვის, დღეს, ემზარ კვიციანი აქცია “სირცხილიას” მონაწილეებს და პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო). დეპუტატ ემარ კვიციანის გაღიზიანება “სირცხვილიას” წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ცხვრების მიყვანამ და სააპროტესტო აქციამ გამოიწყვია.

მოგვიანებით, ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, შსს-მ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად