ემზარ კვიციანი: მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად, სულ “რუსთავი 2” მექნება ჩართული!

ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მე-9 მომწვევის დეპუტატი, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-დან ჟურნალისტების გათავისუფლება

“პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად სულ რუსთავი მექნება ჩართული!”, – წერს ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად