ემზარ კვიციანი კობახიძეს: მამაშვილურად გეტყვი, არ გააკეთო ის, რისიც არ გჯერა

“ბატონო ირაკლი, მამაშვილურად გეტყვით, არ გააკეთოთ ის, რისიც არ გჯერათ და რისი გაკეთებაც არ გინდათ!”, – ასე მიმართავს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

“მე და ჩემი თანამებრძოლები რაზმი “მონადირე” სამშობლოს დაცვისთვის ციხეებში გაგვამწესეს და დღემდე სამართალი ვერ გვიპოვია ბატონო პარლამენტის თავჯდომარევ და ის ხალხი,რომლებიც კოლექტიურად ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ,როგორც ამას თქვენ იძახით,კიდევ დაწინაურებას იმსახურებენ!?ბატონო ირაკლი!მამაშვილურად გეტყვით, არ გააკეთოთ ის რისიც არ გჯერათ და რისი გაკეთებაც არ გინდათ! რაც უფრო მალე გაჩერდებით მით უკეთესი იქნება,თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...