ემზარ კვიციანი: დიდება ღმერთს! წყვეტა მე-5 კოლონას და მტერს!

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.

“სუსი გამოფხიზლდით!!! ყველა მოღალატე, უცხო ქვეყანის სპეცსამსახურების აგენტი ვიცი არ იქნებით! ვინც ეროვნული ხართ დარჩენილი და ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში!  კარგად მომისმინეთ: 90-იანებში წაგვაქეზეს მურიასავით და დაგვატაკეს ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებს! წაგვაქეზეს და თავი უტვინოდ და გამყიდველების მიერ გაბრუებულებმა ანაკონდას გადავაყლაპიეთ თავი! ეხლაც იგივე ხდება სოროსის მიმდევრების მიერ და რას ვერ ხვდებით??? ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თვითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე,შესწავლილი იქნას მათი თვითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულინი, ჟურნალისტების დახმარებით,ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში! ასევე მოუწოდებ აფხაზ და ოს ხალხს, მათაც ყურადღება მიაქციონ, იქაც იგივე ვითარებაა ოღონდ ჯერ შედარებით სუსტად! სუსი თუ თქვენც იგივე განზრახვა და იგივე ღალატში იღებთ მონაწილეობას წყეულიმც იყოთ ქართველი ერის ცოდვით!!! ჰოი მთავარო ანგელოზო მიქაელ შეჰკარ ყოველნი მტერნი ქართველებისა ხილულნი თუ უხილავი და აღხოცე პირისაგან მიწისა ამინ!!! უფალო დიდება შენდა! ღმერთო გაგვაძლიერებიე და გაგვამთლიანებინე ჩვენი სამშობლო!ამინ!დიდება ღმერთს!!! წყვეტა მე-5 კოლონას და მტერს!!!”, – წერს ემზარ კვიციანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად