ემზარ ჯგერენაია: რით ვეხმარებით მათ, რომლებსაც შემოსავალი ზამთრის ტურიზმზე ჰქონდა მიბმული?!

ვინ თქვა ეს?!… დეტალურად უნდა თქვას რას ეყრდნობა, – ასე პასუხობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „აიპრესის“ კითხვას – პრემიერმა თქვა, რომ ამ შეზღუდვების ორთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად განვითარდება, რადგან მას აქვს ამის პოტენციალი. რამდენად რეალურია ეს?

“ვინ თქვა ეს?!… დეტალურად უნდა თქვას რას ეყრდნობა. უნდა ითქვას კონკრეტულად, რომ ამაზე და ამაზე დაყრდნობით ველოდებით ამა და ამ შედეგებს. ერთ-ერთი სერიოზული შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში იყო ზამთრის ტურისტი, რომელიც გაქრა და აღარ იქნება. ასევე ჩვენ არ ვიცით, რითი დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც თავისი შემოსავალი მიბმული ჰქონდა ზამთრის ტურიზმზე. კონკრეტული დეტალიზაცია გვინდა.

კი, ნამდვილად ბევრი სამუშაო აქვს მთავრობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როდესაც პირველი ტალღა იყო, ჩვენ ვიმუშავეთ უცხოელებთან და გარკვეული დახმარებები მოვიდა. მეორე ტალღა გაცილებით უფრო რთულია, ეს არ ჩანს და არ ვიცით დახმარება საიდან უნდა მოვიდეს. თუ დახმარების რამე სქემაა, გვითხრან”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში შეზღუდვები წესდება. მათ შორის იხურება რესტორნები და კაფეები, საცურაო აუზები და ფიტნეს ცენტრები, სამთო კურორტები, ასევე საზოგადოებრივი ტრსნპორტი და სხვა. შეზღუდვების სრული ჩამონათვალი მოცემულია ამ ბმულზე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად