ემზარ ჯგერენაია: პანდემიის ფონზე პოპულიზმი მთავრობამაც გამოიჩინა, პარტიები პოპულიზმში უნდა ვამხილოთ

პანდემიის ფონზე პოპულიზმი მთავრობამაც გამოიჩინა, პარტიები პოპულიზმში უნდა ვამხილოთ, – ამის შესახებ “აიპრესს” ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების წინ სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილში პოპულიზმის გზას დაადგა როგორც მთავრობა, ისე ოპოზიციური პარტიები.

“პოლიტიკოსების მხრიდან აბსოლუტურად ნორმალური დაპირებებია იმ მხრივ, რომ ყველა ვინც მონაწილეობს არჩევნებში ტრაბახობს და ზღაპრებს იგონებს. ვაშაძემ რომ ზღაპარი მოიგონა ეგ არ გამკვირვებია, მაგრამ მოქმედი ბანკირი [მამუკა ხაზარაძე] როდესაც ამბობს, რომ სესხები გადაუვადოს, ეს გამიკვირდა. პოლიტიკოსებისგან გასაკვირი არ არის, მაგალითად ბატონი შალვა ნათელაშვილი ყოველთვის უფასოს სთავაზობდა ყველაფერს. ახლა ვნახეთ სასწაული, რომ მოქმედი ბანკირი პოპულიზმის გზას დაადგა. ეს რა თქმა უნდა პოპულიზმია და ეს არის ღიმილის მომგვრელი.

წარმოიდგინეთ, რომ დღეს არის განსაკუთრებული სიტუაცია, პანდემიის ეპოქაა. ამ სიტუაციაში ჩვენ კიდევ ვხედავთ იმასაც, რომ მთავრობამაც გამოიჩინა პოპულიზმი და ბევრი რამე დაარიგა. ბიუჯეტის ხარჯზე ამის გაკეთება არ იყო სწორი. ისედაც საკმაოდ სერიოზული ტვირთი გვაწევს. ამის გამო უნდა ვამხილოთ პოპულიზმში, როგორც პარტიები ისე მოქმედი ხელისუფლება. ჩვენ უნდა ვამხილოთ პოპულიზმში და ვამხილოთ იმაში, რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი. მეორეა ის, რომ ადამიანებს უნდა ზღაპარი”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად