ემზარ ჯგერენაია: ეკონომიკა ლოქდაუნს გაუძლებს, მაგრამ რის ფასად?! კოლაფსია!

„გაძლებით გაუძლებს, მაგრამ მთავარია რის ფასად“, – ასე პასუხობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „აიპრესის“ კითხვას იმაზე, გაუძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა მორიგ ლოქდაუნს.

„ფაქტობრივად ეკონომიკა ჩერდება, რაც ძალიან არასწორია. ბიზნესმა როგორ უნდა შეინარჩუნოს ამ ვითარებაში თანამშრომლები?! ანუ, შემოსავალი არ ექნებათ და უნდა ჰქონდეთ ხარჯები. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ კერძო ბიზნესს აქვს ბანკის მიმართ ვალდებულება. უხეშად რომ ვთქვათ ბანკი ფულს წერს. მაშინ როდესაც ვისაც კრედიტი აქვს აღებული, მისი ბიზნესი გაჩერდა. ბანკის ბიზნესი მოძრაობს. წარმოიდგინეთ როგორი კოლაფსია“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში შეზღუდვები წესდება. მათ შორის იხურება რესტორნები და კაფეები, საცურაო აუზები და ფიტნეს ცენტრები, სამთო კურორტები, ასევე საზოგადოებრივი ტრსნპორტი და სხვა. შეზღუდვების სრული ჩამონათვალი მოცემულია ამ ბმულზე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად