“ემის” დაჯილდოების ცერემონია 20 სექტემბერს გაიმართება

აშშ-ში, “ემის” დაჯილდოების ცერემონია კვირას, 20 სექტემბერს, ABC-ზე გაიმართება. ამის შესახებ ამერიკელმა კომიკოსმა ჯიმი კიმელმა თავის Twitter-ზე დაწერა.

მან ასევე თქვა, რომ ცერემონიის წამყვანი თავად იქნება.

”არ ვიცი სად, როგორ და რატომ, მაგრამ ამას ვაკეთებთ და მე ვიქნები ცერემონიის წამყვანი!” – დაწერა კიმელმა.

აღინიშნება, რომ შოუმენი დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი უკვე მესამედ იქნება.

2020 წლის ნომინანტების ვინაობა ცნობილი 28 ივლისს გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად