Emirates Airlines-მა, კრიზისის გამო, თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა

დუბაიში მდებარე Emirates Airlines-მა, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, თანამშრომლების ნაწილის გატავისუფლების შესახებბ განაცხადა. შესაბამისი განცხადება დუბაის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

“ამჟამინდელმა პანდემიამ გავლენა იქონია ეკონომიკის ბევრ სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის ორიგინალური შემადგენლობის შენარჩუნება შევეცადეთ, ყველა შესაძლო სცენარი განვიხილეთ ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად, მაინც მოგვიწევს ჩვენს კარგ ადამიანებთან დამშვიდობება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

კორონავირუსული დაავადების შედეგად გამოწვეული ინფექცია დაფიქსირდა 2019 წლის ბოლოს, ცენტრალურ ჩინეთში, შემდეგ კი იგი გავრცელდა უმეტეს ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ კი – 360 ათასს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად